მეუფე დავითის ინფორმაციით, ალავერდის ტაძრის სამონასტრო კომპლექსში ვითარება საგანგებოა და სპეციალისტების დასკვნას საჭიროებს

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის, მეუფე დავითის ინფორმაციით, ალავერდის ტაძრის სამონასტრო კომპლექსში ვითარება საგანგებოა და სპეციალისტების დასკვნას საჭიროებს.
როგორც მან აღნიშნა, დაზიანებულია ალავერდის ტაძრის სამეუფო რეზიდენცია და სიძველეთსაცავიც.
„დილით, მონასტრის დათვალიერების შემდეგ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა საგანგებოა. ქარბორბალას ძალიან ძლიერი დარტყმა იყო გუმბათზე, ამიტომ სპეციალისტებმა უნდა ნახონ, ხომ არ არის თვალით უხილავი ბზარები. დაზიანებულია სამრეკლოც, მონასტრის შიგნით ინფრასტრუქტურაც. ეს ეხება მონასტრის ყველა ნაგებობას, ისტორიულსაც და ძველს. სპეციალისტებისგან საჭიროა დასკვნის გაკეთება, რათა შემდეგ დაინიშნოს სარესტავრაციო სამუშაოები“,- აღნიშნავს მეუფე დავითი.
ინფორმაციისთვის, სტიქიის ზონაში იმყოფებიან, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც სამონასტრო კომპლექსში ვითარებას ადგილზე ეცნობიან. სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 1 მლრდ 600 მილიონი დოლარი, ასევე საქართველოს შარშან ეწვია 48 ათასზე მეტი ტურისტი, რაც 6,5-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს