„მეტყველი მარმარილოები“ ჟურნალის “Περιοδικό Χάρτης” საუკეთესო თარგმანისთვის სპეციალურ ჯილდოზეა ნომინირებული

მწერალთა სახლის ინფორმაციით, ეკა ჭყოიძისა და მედეა აბულაშვილის „მეტყველი მარმარილოები“ ცნობილი ბერძნული ლიტერატურული ჟურნალის “Περιοδικό Χάρτης” 2023 წლის საუკეთესო წიგნების ორეულში მოხვდა და საუკეთესო თარგმანისთვის სპეციალურ ჯილდოზეა ნომინირებული.
როგორ გაჩნდა ბერძნული ხელმოწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე, ვინ იყო პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს და საბერძნეთის პარლამენტარი გახდა; ვინ წამოაყენა ბათუმის პირველი მერის კანდიდატურა და როგორ გაამარჯვებინეს მას ერთობლივად ქართველებმა და ბერძნებმა – ეს და სხვა საინტერესო ამბებია თავმოყრილი წიგნში „მეტყველი მარმარილოები“, რომელიც საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30 წლისთავს მიეძღვნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: 2007 და 2020 წლებისგან დღევანდელი ვითარება იმით განსხვავდება, რომ დღეს ქართული საზოგადოებაც და ქართული სახელმწიფოც ბევრად უფრო ძლიერია და საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობას არავის მისცემს