მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ოპოზიციური პარტიებისა და მოქალაქეების საპროტესტო მსვლელობა დაიწყო.
ადგილზე უკვე იმყოფებიან „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები და წევრები.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მსვლელობას შემდეგ მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ წამოსულ მსვლელობას შეუერთდებიან.
ადგილზე აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი – „გაიღვიძე საქართველო“, ასევე საქართველოს, ევროკავშირისა და უკრაინის დროშები.