დაანონსებული საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები, რომლებიც მეტროსადგურ „ავლაბართან“ შეიკრიბნენ, „მარჯანიშვილის“ მეტროსადგურისკენ მეტროს საშუალებით მიემართებიან, საიდანაც შემდეგ მსვლელობას გამართავენ.
მეტროსადგურში ისმის შეძახილები: „ცეცხლი ოლიგარქიას”, „ბოლომდე”.
ჯერ უცნობია, კონკრეტულად რა ქუჩებზე გამართავენ მსვლელობას.
აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან 21:00 საათზეა დაგეგმილი. მოქალაქეები პარლამენტთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბებიან – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.




