მეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტება

მეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტება — ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, მეტროსადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, რაც მგზავრთა გადაადგილებისას ტექნოლოგიურად შეუძლებელია.
„პროექტით განსაზღვრულია საკმაოდ მოცულობითი სამუშაოების ჩატარება სპეციალური ტექნოლოგიური პროცესის დაცვით, რომელთა განხორციელებაც მგზავრების მოძრაობის პირობებში შეუძლებელია. უსაფრთხოებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური „ვარკეთილი“ 45 დღით დაიკეტოს“, — აღნიშნა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანი ნადარეიშვილი: რუსთავი 2 -ს ამ დილით “ექსკლუზივი” მოუპოვებია… რადგან არ გვეშვებიან და ჩვენს გვარს ატრიალებენ ბოლო პერიოდში ინტენსიურად, ყველამ მინდა იცოდეს – ბაჩო ახალაია და ჩვენი ოჯახის არცერთი წევრი არ ვართ პოლიტიკაში…