„მეტროპოლი“ Open Air-ის პარტნიორია – დეველოპერული კომპანია Lisi Wonderland-ში

სამი დღე, ოთხი სცენა და 60-ზე მეტი არტისტი – რამდენიმე საათში მუსიკალური ფესტივალი Open air-ი სტარტს აიღებს. ღია ცის ქვეშ სტუმრების დასახვედრად ემზადება დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“, რომელიც წელს მუსიკალური ფესტივალის პარტნიორია.
თუ მუსიკა ათავისუფლებს, მეტროპოლი კომფორტს ქმნის, 21-23 ივნისის ჩათვლით დეველოპერული კომპანია Lisi Wonderland-ის ვიზიტორებს ამ დღისთვის განსაკუთრებულად მოწყობილ სივრცეში უმასპინძლებს.
კომპანიაში მიაჩნიათ, რომ მუსიკა, სუფთა ჰაერი და სახლის თემატიკაზე შექმნილი კუთხე დასვენებისა და განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.
„მოხარულები ვართ, რომ Open air-ის მეგობრები და პარტნიორები ვართ. ყველასათვის საყვარელი მუსიკალური ფესტივალი მისი კონცეფციის შესაბამისად, სამი დღის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობს. ღია ცის ქვეშ მუსიკის მოყვარულები მეგობრებთან და ხშირად ოჯახის წევრებთან ერთად იკრიბებიან. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ კომფორტული და საინტერესო სივრცის დამატებით ვიზიტორებისათვის ფესტივალზე სტუმრობა უფრო სასიამოვნო იქნება. ,,მეტროპოლის“ სტენდი სახლის კონცეფციით ძირითადად ბავშვებისათვის არის განკუთვნილი. სურვილის შემთხვევაში ფესტივალის სტუმრები შეძლებენ დაისვენონ მათთვის საგანგებოდ მოწყობილ ოთახში და თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში. ასე რომ, გელით ყველას, განსაკუთრებით თუ ფესტივალზე მოსვლას პატარებთან ერთად გეგმავთ. გვინდა, რომ ფესტივალის სტუმრებს ვაგრძნობინოთ თავი სახლში, უსაფრთხოდ და კომფორტულად“, – აცხადებს „მეტროპოლის” მარკეტინგის დირექტორი მარიამ კარკალაია.
Lisi wonderland-ის ტერიტორიაზე განთავსებული „მეტროპოლის” სივრცე ძირითადად ბავშვებზეა მორგებული. მოწყობილია მრავალფეროვანი ფუნქციური ზონა პატარებისთვის. სათამაშო სივრცესთან ერთად მათ განწყობაზე ანიმატორებიც იზრუნებენ და სხვადასხვა აქტივობას შესთავაზებენ. მოსასვენებელი ნაწილი კი მშობლებისთვის არის გათვლილი.
ხვალ, ზეგ და მაზეგ, თუ გართობა გაქვს ჩაფიქრებული, შენს განტვირთვასა და დასვენებაზე Open Air-თან ერთად დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი’’ იზრუნებს. საფესტივალო დღეებიც უფრო სასიამოვნოდ ჩაივლის.
„მეტროპოლის“ შესახებ: დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ხუთ პროექტს ახორციელებს. თბილისში ორი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ ბაგებისა“ და „მეტროპოლ ქავთარაძის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip-ი განთავსდება. ბათუმშივე დაიწყება ახალი პროექტის „პარალელის“ მშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.

ასევე დაგაინტერესებთ