“მეტოქის გულშემატკივრებს პატივი უნდა სცე” – ზეედორფმა “რეალი” გააკრიტიკა

ლეგენდარულმა კლარენს ზეედორფმა, “რეალი” გააკრიტიკა.
როგორც ნიდერლანდელმა As-თან ინტერვიუში განაცხადა, “ბლანკოსის” ფეხბურთელებმა მეტოქე გუნდის ქომაგებს პატივი უნდა სცენ.
“მადრიდის “რეალის” ფეხბურთელებისგან ზოგიერთი საქციელი არ მომწონს. მეტოქე გუნდის ქომაგებს პატივი უნდა სცე, “ატლეტიკოს” ფანების მიმართ მათი დამოკიდებულება არ მომეწონა.
ყველაფერზე არ ვისაუბრებ, მაგრამ მათი ქმედებები არასწორი იყო.
სწორი წესებით უნდა გაიმარჯვო, იმედი მაქვს ვცდები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთი საქციელის გამო, მოგვიანებით ინანებენ, რადგან პატივისცემა ყოველთვის საჭიროა”, – განაცხადა ზეედორფმა.
შეგახსენებთ, “რეალი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “არსენალს” დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში