“მეტოქეები მასზე ორმაგ მეურვეობას აწესებენ, წყობილებიდან გამოჰყავთ, მაგრამ…” – რა განაცხადა მაცარიმ კვარაცხელიაზე?

სერია A-ს 22-ე ტურში “ნაპოლიმ” “ვერონა” საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა.
“პარტენოპეის” მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ მატჩის შემდეგ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ზეც ისაუბრა.
“გვჯერა, რომ გამარჯვება დავიმსახურეთ. ვფიქრობ, პირველ ტაიმში პენალტს ვიმსახურებდით და შეხვედრის მთავარ არბიტრს ეპიზოდი გამეორებით უნდა ენახა.
როცა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა, ძველებურად აენთო. ამ მატჩმა მისი ხასიათი უკეთესობისკენ შეცვალა. ის ნამდვილი ჩემპიონია. ხვიჩაზე მეტოქეები ორმაგ მეურვეობას აწესებენ, წყობიდანაც ხშირად გამოჰყავთ, თუმცა ამ ბიჭს უზარმაზარი კლასი აქვს”, – განაცხადა მაცარიმ.
“ნაპოლი” 35 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 11
თებერვალს გასვლაზე “მილანს” დაუპირისპირდება.
არც ამ თამი იყო,ზეაქტიური,მაგრამ რამდენი ხიფათი შექმნა.ესეც ადასტურებს,მის უზარმაზარ რესურსს.უკეთეს კლუბში კიდევ უფრო ძლიერი იქნება,ვიდრე შარშან იყო.მან უკვე მიიღო გამოცდილება,სპალეტისგანაც ბევრი ისწავლა და დღეს,უკანმოუხედავად კი აღარ გარბის დრიბლინგზე,არამედ ცდილობს,გუნდისთვის უფრო სასარგებლო იყოს და ისედაც დასუსტებულ დაცვას,ბურ.თის დაკარგვით,კიდევ მეტი პრობლემები აღარ შეუქმნას.ცენტრში შემოწევა,მასაც მეტ საშუალებას მისცემს და როცა მიეჩვევა,გუნდს გაცილებით მეტი სარგებელი ექნება.აქაური პრაქტიკა,ნაკრებსაც გამოადგება