„მეტი გამჭვირვალობისთვისაც მზად ვართ” – ნინო ზამბახიძე

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე ისაუბრა. მან ის ეტაპები ჩამოთვალა, რომელსაც ასოციაცია დონორთან ერთად გადის.
ნინო ზამბახიძის თქმით, მას ისევე, როგორც სხვებს არ აქვს პრობლემა გახდეს უფრო გამჭვირვალე, მაგრამ თვლის, რომ აქ მთავარია იარლიყი. „ისედაც ყველაფერი გამჭვირვალეა და მე ვერ ამოვხსენი, რა არის ამ კანონის მიზანი“, – ამბობს იგი.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ეს ის საკითხი არ არის რაზეც მმართველი ძალის მიერ აქცენტი უნდა კეთდებოდეს.
„ჩემ ქვეყანაში, როდესაც საწარმოს ვაკეთებ, რომელიც თუნდაც საფრანგეთს მთავრობის მიერ არის დაფინანსებული, არ ვთვლი, რომ მე საფრანგეთის ინტერესებს ვატარებ საქართველოში, ანუ რას ემსახურება საფრანგეთის ინტერესები საქართველოში, ხარისხიანი პროდუქტის წარმოებას და ამ ხარისხიანი პროდუქტით ჩვენი მოსახლეობის გამოკვებას, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნავს? – ანუ ამას ვგულისხმობთ? ეს საფრანგეთის ინტერესია თუ ჩემი, როგორც საქართველოში მცხოვრები ადამიანის, როგორსაც შემიძლია ხარისხიანი პროდუქტი ვაწარმოო. შეგვიძლია ჩვენ სხვადასხვა საკითხებზე ვიმსჯელოთ, რა არის კარგი და ცუდი, მაგრამ მე პირადად ჩემი გუნდის სახელით ვამბობ, რომ ეს ის არ არის, რაზეც ჩვენ ახლა უნდა ვაკეთებდეთ აქცენტს. მე აბსოლუტურად მომხრე ვარ გამჭვირვალობის, რა გვაქვს დასამალი. პირიქით, რაც უფრო გამჭვირვალე ვიქნებით და უფრო მეტ ხალხს ექნება ინფორმაცია, რას ვაკეთებთ ეს გამოგვადგება და გაგვაძლიერებს და ასევე მოქალაქეებისთვის იქნება ძალიან საინტერესო. როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან, თანამოაზრეებთან მივედით და ფინანსური მხარდაჭერა ვთხოვეთ, – ჩვენ მოვედით, ისინი არ მოსულან, მივედით, იმისთვის რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ფეხზე დაგვეყენებინა. ის, რომ ეს ორმხრივი შეთანხმებაა იმით დასტურდება, რომ როდესაც დონორი ორგანიზაცია გვაძლევს პროექტს ის დღგ-სგან განთავისუფლებულია. ანუ სახელმწიფოები თანხმდებიან რომ დღგ-სგან გაათავისუფლონ ეს პროექტი, რომლის სტატუსსაც ჩვენ გვაძლევს შემოსავლების სამსახური. ანუ იციან რომელ დონორზეა საუბარი და რა თანხაზე.

ასევე დაგაინტერესებთ