მეტე ფრედერიქსენი – შორი რადიუსის რაკეტებსა და დრონებს შევიძენთ – ეჭვგარეშეა, რუსეთი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში დანიისა და ევროპისთვის კვლავ საფრთხე იქნება

დანია შორი რადიუსის რაკეტებსა და დრონებს შეიძენს , – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა.
„რუსეთი ჩვენს ერთობას ცდის. ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში დანიისა და ევროპისთვის კვლავ საფრთხე იქნება“, – განაცხადა მეტე ფრედერიქსენმა.
მისი თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ვითარება სერიოზულია, დანიას ამჟამად საფრთხე არ ემუქრება“.
„აღნიშნული გადაწყვეტილება არა ესკალაციას, არამედ პოლიტიკურ არჩევანს წარმოადგენს. მხოლოდ საჰაერო თავდაცვა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საფრთხეები აირიდო. აუცილებელია, რომ მეტის გაკეთების მზადყოფნა აჩვენო“, – აღნიშნა დანიის პრემიერ-მინისტრმა.
დანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მთავრობა „ქვეყნის თავდაცვის ისტორიაში ყველაზე დიდ ერთჯერად ინვესტიციას ჩადებს“ და საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო სისტემების შესაძენად 7.7 მილიონ ევროს გამოყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორ ეხმაურება მამა ექვთიმე ზაალ ლატარიას განცხადებას, რომ ტა­ძარ­ში ქა­ლიშ­ვი­ლის დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს – “ქუთაისში, ვარდიგორის წმიდა სამების სავანეში შეუძლია დაასვენოს”

ხატია დეკანოიძე: ორი კვირაზე მეტი გავიდა შანიძის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან… საკმარისი მტკიცებულებები დაგროვდა იმისთვის, რომ პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უპასუხონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებს