“მეტეხის ხიდიდან” მტკვარში გადავარდნილი ავტომობილი ამოიტანეს

სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში, “მეტეხის ხიდიდან” მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილი ამოიტანეს. მასში კაცის ცხედარი იყო.
“რამდენიმესაათიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ მყვინთავთა მიერ ნაპოვნი იქნა ავტომანქანა, რომელიც ამოყვანილია მძიმე ტექნიკის საშუალებით”, – უთხრა ჟურნალისტებს რამდენიმესაათიანი სამაშველო საქმიანობის დასრულების შემდეგ თბილისის სახანძრო ძალების სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა.
გუშინ, 15 თებერვალს ღამით მდინარე მტკვარში ავტომობილი გადავარდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სამაშველო ჯგუფები.