მესტიის გზაზე ქვათაცვენა კვლავ დაფიქსირდა – სამართალდამცველები მოძრაობას აკონტროლებენ და მანქანებს გარკვეული პერიოდულობით უშვებენ

მესტიის გზაზე მოძრაობა ისევ შეზღუდულია – მას შემდეგ, რაც დილით გზა გახსნეს, ქვათაცვენა ისევ დაფიქსირდა, რის გამოც სამართალდამცველები მოძრაობას აკონტროლებენ და მანქანებს გარკვეული პერიოდულობით უშვებენ.
ავტოტრანსპორტის გადაადგილება ამ მომენტისთვის აკრძალული არ არის, თუმცა შეზღუდვები მაინც რჩება. ადგილზე მყოფი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საფრთხე და საშიშროება იმისა, რომ ქვათაცვენა კვლავ გაგრძელდეს არის, და არ იციან, როდის შეიძლება ისევ ჩაიკეტოს და აიკრძალოს მოძრაობა.
კლდოვანი მასის ცვენის გამო, გზაზე მეორე დღეა პრობლემებია. გუშინ საღამოდან ამ მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა.
დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 73-ე კილომეტრზე ჩამოვიდა.
ხაიშში გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზა არაუგვიანეს 2029 წლისა დასრულდება და ჩაიდება 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია, პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება

გასული 12 თვის განმავლობაში აშენდა 4 ახალი ჰიდროელექტროსადგური, ამ კუთხით კიდევ უფრო გააქტიურდება სამუშაოები, გვაქვს ამბიციური მიზანი – 2030 წლისთვის საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა ენერგეტიკული თვალსაზრისით