“წყლის ბოთლის გახსნის ხმა გავიგონე და უცებ კისერში ჩამასხეს, აჰა გაცივდი ბარემო, მეორემ უთხრა წინაც ჩაასხი ესიამოვნებაო, ორი ლიტრი წყალი ჩამაცალეს.” ” მუშტებს რომ მირტყამდნენ, მეორემ უთხრა მე დავარტყამ ხომ იცი ყველაზე კარგად მე ვურტყამო, კეფაში ისე დამარტყა გავითიშე”. ” მესმოდა, თავში ურტყით! მოკალით!” ” შემიყვანეს ექიმის ოთახში, კამერები არ არის, მითხრეს გაიხადეო. ჩავიწიე. მერე ჩაიკუზეო. ჩავიკუზე.”( გაუპატიურების მუქარა . აქციაზე მყოფი 26 წლის ქალი. ) “ნახევარი თმა დამცვივდა პოლიციელის მაგიდაზე”. ” თქვენ ხართ ბიჭო პატრიოტები ?? თქვენ ხო **აკში ***აური გევასებათ , ახლა ნახეთ რას გიზამთო”. “ლოცვა დაგვიწყე და ორმაგად მცემა , აბა თუ გიშველის ეგ ლოცვაო .” “რამდენჯერაც თავი ავწიე იმდენი მუშტი მომხვდა “. “მეგონა რომ მომკლავდნენ, როგორც ტერორისტები ისე დაგვესიენ, თან ყველა ნიღბით, ვერც გაიგებ ვინ გცემდა, საშინელებათა ფილმში მეგონა თავი “. “ფეხსაცმლის ლანჩით მწიხლავდნენ, შემთხვევით გადავრჩი “. – ნამდვილი ამბები დემონსტრანტების მოყოლილი. აქ ყველა შემთხვევით გადარჩენილია. აქ შეიძლება შენი შვილიც მოხვედრილიყო ან მოხვდეს! დღეს ერთი კარგი ბიჭის სასამართლო იყო. ჯგუფურ ძალადობას ტენიან. ძალადობას მათთან ერთად ვისაც არასოდეს შეხვედრია. “ბოლოს ყველა ტოვებს დიქტატორს და მარტოობაში კვდება” – ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლეს. რაც არ უნდა გაჩუმდეთ მაინც ვერ გააქრობთ ამ ხმაურს! არა არ გაჩერდება ხალხის მდინარე ..!