მესი სუარესთან ბუსკეტსთან და ალბასთან ერთად აზერბაიჯანში იმყოფებოდა – რა მიზნით ეწვივნენ ბაქოს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები

მესი სუარესთან ბუსკეტსთან და ალბასთან ერთად აზერბაიჯანში იმყოფებოდა – რა მიზნით ეწვივნენ ბაქოს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი თავის თანაგუნდელებთან ლუის სუარესთან, სერხიო ბუსკეტსთან და ხორდი ალბასთან ერთად ბაქოში იმყოფებოდა.
მსოფლიო ვარსკვლავების აზერბაიჯანის დედაქალაქში ჩასვლის მიზეზი Crystal Hall-ში გამართული საქველმოქმედო ღონისძიება იყო.
ისინი ფანებს შეხვდნენ, ესაუბრნენ, ავტოგრაფიანი მაისურები დაურიგეს და ბილეთებით შემოსული თანხა სრულიად ქველმოქმედებას მოხმარდება.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ცნობილი ფრანგი კომპოზიტორი და მომღერალ ვილი ვილიამი, რუმინული ბენდი “მორანდი” და ადგილობრივი მუსიკის ჯგუფი “ნათიქი”. ნაჩვენები იყო ფილმი ლიონელ მესის შესახებ.
ფეხბურთელბმა პატივი მიაგეს ჰეიდარ ალიევის საფლავს და
აღფრთოვანებულები დარჩნენ ყარაბაღული ცხენებით. მათ აზერბაიჯანის დედაქალაქი უკვე დატოვეს.
ჰოდა ახლა, მესი რომ ვინმეს პასს მისცემს, ორი აზრი ვეღარ იქნება, არავინ აღარ მიიღებს იმ პასს, წამოიღებენ იმ ბურთს და საზმაუს ყოფილ შეფს გია ჭანტურიას გადასცემენ ალაფის სახით… ისა და კრიშტიანუსგან თუ შეიძლება პასის მიღება ან კიდევ უარესი, მაგისთვის პასის მიცემა, დაწერეთ ყველა რეგულაცია, ემანდ შარში არ გაეხვივნენ სახელოვანი ფეხბურთელები…