“მესის მსოფლიო ჩემპიონობა აჩუქეს, ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაწერილი” – პატრის ევრას სკანდალური განცხადება

ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ, RMC Sport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი აზრით, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მესის მოაგებინეს.
“გასაგებია, რომ 2018 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი არ მოგვიგია, მაგრამ დეშამის მიმართ უპატივცემულობაა, როდესაც აცხადებენ, რომ ის ცუდი მწვრთნელია და სასწრაფოდ უნდა წავიდეს. ზიდანზე კი არ უნდა ვისაუბროთ, არამედ ფოკუსირებული დეშამის მუშაობაზე უნდა ვიყოთ.
ყველამ ვიცით, რომ 2022 წელს ლიონელ მესის მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინეს. ეს ყველაფერი მუნდიალის დაწყებამდე დაწერილი იყო. ფრანგებსაც კი სურდათ, რომ მესის გაემარჯვა.
პირადად მე, დიდიე დეშამს წარმატებებს ვუსურვებ”,
– განაცხადა პატრის ევრამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში