გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ევროპელი ლიდერების შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უკრაინაში ომის დასრულებაზე “უზომოდ სასარგებლო იყო”, თუმცა მოელის ცეცხლის შეწყვეტას “სულ მცირე მომდევნო შეხვედრიდან”.
ის დასძენს, რომ “ვერც კი წარმოუდგენია” სამმხრივი შეხვედრა „ცეცხლის შეწყვეტის გარეშე“ დასრულდეს.
გერმანიის კანცლერმა ტრამპს რუსეთზე ზეწოლისკენ მოუწოდა, რათა პუტინი დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას.
„ნახავთ, როგორ იმუშავებს და შევძლებთ თუ არა ამას,“ — უპასუხა ტრამპმა და გაიმეორა, რომ “ექვსი ომი, რომლებიც დაასრულა, დასრულდა ცეცხლის შეწყვეტის გარეშე. ეს [უკრაინა] მარტივი არ არის, ძალიან რთულია, მაგრამ ვნახავთ”.
თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ გაიმართა ტრამპის შეხვედრა ევროპელ ლიდერებთან. გერმანიის კანცლერმა და სხვა ლიდერებმა საჯარო განცხადებები სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გააკეთეს.
