გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ რეალური სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის საჭიროა როგორც ზეწოლა რუსეთზე, ისე უკრაინის მხარდაჭერა. ასე ეხმაურება ის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მზაობისა და არაერთი ზეწოლის მიუხედავად, რუსეთის პერმანენტულ თავდასხმებს უკრაინის ქალაქებზე.
“ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინაზე ბოლოდროინდელ თავდასხმებს. ეს არის ძალიან სერიოზული ომის დანაშაული. ეს არის ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. რუსეთი აგრძელებს ესკალაციას მოლაპარაკების ნაცვლად. მერტი მხარდაჭერა კიევს და ზეწოლა მოსკოვს – ნამდვილი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ორივეა საჭიროა”, – წერს გერმანიის კანცლერი.
რუსეთი აგრძელებს საჰაერო თავდასხმებს უკრაინაზე. ეს იმ ფონზე, როცა უკრაინა დაჟინებით მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტად და ამისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინიციატივით, ორ ქვეყანას შორის პირისპირი მოლაპარაკებები თურქეთში გაიმართა. თუმცა, უშედეგოდ.
უკრაინის პოზიცია იყო, რომ მოლაპარაკებების პარალელურად მაინც შეწყვეტილიყო ცეცხლი. თუნდაც დროებით. მაგრამ რუსეთი არც ამ წინადადებას დათანხმდა. ამ დრომდე, მხარეებმა მხოლოდ ტყვეების გაცვლის შესახებ შეთანხმება მოახერხეს.
ამავე თემაზე:
· მემორანდუმი – რას ითხოვს რუსული მხარე უკრაინისგან კონფლიქტის დასასრულებლად?
· მეტი იარაღი უკრაინას, მკაცრი სანქციები და იზოლაცია რუსეთს – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი
