ენათმეცნიერი მარინე ბერიძე სოციალურ ქსელში წერს:
რატომ არცერთი ჩემი ნაცნობი ისტორიკოსი, ფილოლოგი ან, უბრალოდ, საშუალო განათლებამიღებული ქართველი არ შეახსენებთ რუსთაველის თეატრის ადმინისტრაციას, რომ ეს უკვე იყო…
რომ 1882 წელს ქართული თეატრის დასმა სცენაზე გამოიტანა საქართველოს დროშა!
რომ ზუსტად ასე ცინიკურად, როგორც დღეს “ტავარიშჩ” უფლისაშვილმა, მაშინ გაზეთ “ვედომოსტის” რედაქტორმა – კატკოვმა, მწარედ დასცინა დასის პროტესტანტ, უფრო ზუსტად, პატრიოტ მსახიობებს და მათ წარმოდგენას “ცირკი” უწოდა.
აი, ამაზე დაიწერა ილია ჭავჭავაძის ცნობილი წერილი “კატკოვის პასუხად”.
სამარცხვინოა, რომ ამდენი წლის შემდეგ ქართველ კატკოვად ქართველთაგან ნაფერები და ნათაყვანები, ყველა პატივით შემოსილი რეჟისორი სტურუა და მისი ადმინისტრაცია მოგვევლინა.
…
დანარჩენი მაშინდელ “დროებაში” ასე იყო აღწერილი:
1882 წლის 20 იანვარს, ქართული თეატრის სცენაზე პირველად წარმოადგინეს დავით ერისთავის დრამა „სამშობლო“, რომელსაც დაესწრო ილია ჭავჭავაძეც.
ინფორმაციას თბილისის მუზეუმების გაერთიანება აქვეყნებს.
„სპექტაკლის დროს სცენაზე გამოიტანეს ქართული დროშა, რასაც ფეხზე ადგომითა და ოვაციებით შეხვდა დამსწრე საზოგადოება და წარმოდგენა ნამდვილ ეროვნულ დღესასწაულად იქცა.
პრემიერიდან რამდენიმე დღის შემდეგ ცარისტული პრესის წარმომადგენელმა მ. კატკოვმა თავის გაზეთში „Московские ведомости“ (1882 წ., 13 თებერვალი, N 44) გამოაქვეყნა კორესპონდენცია, რომელშიც მასხარად იყო აგდებული ქართული დროშა, ფეხქვეშ იყო გათელილი ქართველი ერის თავმოყვარეობა და ისტორიული წარსული – უმჯობესია, თქვენი დროშა ცირკს მიჰყიდოთ, ვიდრე სცენაზე აფრიალოთ წარსულის მოსაგონებლადო.
ქართველი ხალხის აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა, მათი ეროვნული ღირსების დაცვა ილია ჭავჭავაძემ იკისრა – ამ ამაზრზენი კორესპონდენციის საპასუხოდ მან დაწერა ცნობილი წერილი „კატკოვის პასუხად“, რომელშიც მკაცრად გააკრიტიკა მეფის რუსეთის თვითმპყრობელური რეჟიმი და ქართველი ერის წინააღმდეგ მიმართული ბარბაროსული პოლიტიკა:
„გაცვეთილის კაცისაგან ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ ეგრე უკადრისად ხსენება მისი, რასაც ყოველი პატიოსანი კაცი, ყოველი ერი თაყვანსა ჰსცემს, როგორც ემბლემას ერის პატიოსნებისას, ერის ღირსებისას, რომლის შეუმწიკვლელად დაცვისათვის არამც თუ ცალკე კაცი, არამედ მთელი ერი ყველგან დედა-მიწის ზურგზედ სიცოცხლეს არა ზოგავს და მისთვის სიკვდილი სახელად და დიდებად მიაჩნია – იმისი ეგრედ უკადრისად ხსენებას არ ვიცით რა სახელი დავარქვათ და მისი ეგრედ მომხსენებელი რა სულიერებში შევრიცხოთ… თვით ბარბაროზიც კი არ იკადრებდა ეგრედ გაუპატიურებას მთელის ერისას!“
(გაზეთი „დროება“, 1882 წ., 24 თებერვალი, N 40)
ცნობისათვის, მსახიობი ანა ამილახვარი ამბობს, რომ მსახიობებს ასევე გამოუცხადეს შენიშვნა.
მე და ჩემმა მეგობრებმა გავაჟღერთ, რომ სოლიდარულები ვართ სინდისის პატიმარების მიმართ. 6 თებერვალს უკვე გამოიცა ეს დადგენილება, სადაც აგვიხსნეს, რომ აღარ ვართ მოქმედი სპექტაკლის მონაწილეები, ასევე გვაქვს შენიშვნა მოცემული, რაც გულისხმობს იმას, რომ შემდეგ ნებისმიერ შენიშვნაზე, ახლა რომ ინტერვიუს გაძლევთ, შეიძლება ესეც გახდეს მიზეზი მათი მხრიდან შენიშვნისა და მომხსნან საერთოდ თეატრიდან.
მე და ჩემმა მეგობრებმა გავაჟღერთ, რომ სოლიდარულები ვართ სინდისის პატიმარების მიმართ. 6 თებერვალს უკვე გამოიცა ეს დადგენილება, სადაც აგვიხსნეს, რომ აღარ ვართ მოქმედი სპექტაკლის მონაწილეები, ასევე გვაქვს შენიშვნა მოცემული, რაც გულისხმობს იმას, რომ შემდეგ ნებისმიერ შენიშვნაზე, ახლა რომ ინტერვიუს გაძლევთ, შეიძლება ესეც გახდეს მიზეზი მათი მხრიდან შენიშვნისა და მომხსნან საერთოდ თეატრიდან.