“მერიის შენობიდან დასცინოდნენ ხალხს” – აქცია ამბროლაურში

რაჭაში, ამბროლაურში ევროინტეგრაციის მომხრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკა გააპროტესტეს.
“ჩათვალეთ, რომ ხალხის ეს რაოდენობა, რუსთაველზე შეკრებილ 10 000 ადამიანს უდრის მინიმუმ, ისეთი რთული მდგომარეობაა რეგიონში. ესეც უნდა იცოდეთ , რომ მერიის შენობის ფანჯრებიდან დასცინოდნენ ამ კარგ ხალხს და ვიდეოებს უღებდნენ, სხვას არც ველოდოთ. აუცილებლად გავიმარჯვებთ”, – წერს აქტივისტი თეო არსანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს