მერია – თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება

მოსული ნალექის გამო თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები იწმინდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, ავტომობილების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, ტექნიკური მარილი იყრება: წყნეთის, ბეთანიის, კოჯრის, წავკისის ცენტრალურ ქუჩებზე, წყნეთი-სამადლოს გზატკეცილზე, ასევე, ტაბახმელაში, კიკეთში, სოფელ ახალდაბასა და სოფელ დიდგორში.
„დედაქალაქის მასშტაბით, საგზაო მოძრაობის მხრივ, ამ დროისთვის შეფერხებები არ ფიქსირდება. შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ტექნიკური მარილის დაყრას, საჭიროების მიხედვით, სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს.
საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეკოთ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დათო ჟღენტის მამა დღეს დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ დილით პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ჰქონდა პროკურორის თანხმობაც ციხიდან გაყვანაზე და ადვოკატის შესაბამისი მიმართვაც, პატიმარი მშობლის დაკრძალვაზე არ მიუყვანიათ