მერია დეველოპერებს უბიძგებს, სადაც შესაძლებელია შენობის სიმაღლე გაზარდონ… მაღლივი კორპუსები უფრო კარგია – რევაზ სოხაძე

რაც უფრო მაღალია ნაგებობა, მით უფრო დიდია ხარჯი, მაგრამ მერია დეველოპერის უბიძგებს, სადაც შესაძლებელია სიმაღლე გაზარდონ – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ “იმედის” ეთერში იპოდრომის მიმდებარედ ცათამბჯენის მშენებლობაზე კომენტირებისას განაცხადა.