“მერები არიან ჩვენი… წალენჯიხაში ჩავიდეს, დახვდება წალენჯიხის მერი” – კობახიძე პრეზიდენტს

ირაკლი პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც პრეზიდენტმა თქვა, რომ კამპანიის “შენი ხმას ევროპის” ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობები არ მონაწილეობენ, მეტიც, არც კი ხვდებიან და ადგილობრივ მოსახლეობასაც, სკოლის ბავშვებსაც კი ემუქრებიან, რომ არ მივიდნენ.
:
“ზოგადად, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ადგილობრივი თანამდებობის პირები არიან ჩვენი გუნდის წარმომადგენლები. მას შეუძლია ჩავიდეს წალენჯიხაში და დახვდება მისი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, წალენჯიხის მერი. ჩვენი გუნდის წარმომადგენლები, რომ ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს არ ხვდებიან, ეს ხომ აბსოლუტურად ლოგიკურია…. კომისიამ დადო დასკვნა, საბჭო იღებს ერთ კვირაში გადაწყვეტილებას, რა ხელმოწერებზეა საუბარი? უშინაარსო კამპანია ყოველთვის აფუჭებს, რა შუაშია, რა ხელმოწერები, რა შუაშია ეს ყველაფერი, აბსოლუტურად გაუგებარია. მეორე პრობლემა ისაა, რომ მოსახლეობის 80 პროცენტი მხარს რომ უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და 20 000 ხელმოწერა რომ აქვს შეგროვებული, ეს ხომ აფუჭებს საქმეს? რა თქმა უნდა, აფუჭებს საქმეს, ამიტომ ეს არის ჩვეულებრივი იაფფასიანი, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მორიგი კამპანია, რაშიც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრები, რა თქმა უნდა, ვერ ჩაერთვებიან”.