მერამდენედ უნდა დაეხმაროთ ვითომ მედასავლეთეებს რუსები? – თენგიზ შარმანაშვილი რუსი პროპაგანდისტის განცხადებაზე

მერამდენედ უნდა დაეხმაროთ ვითომ მედასავლეთეებს რუსები ? მერამდენედ ? თან ისე აპიარებს ოპოზიცია ამას, თითქოს მათ გარდა ვინმესთვის სასარგებლოა ეს განცხადება. ვერ ვხვდებით რა ხდებაო არავინ მითხრას, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, რუსი პროპაგანდისტის, სერგეი კარნუხოვის განცხადებას საქართველოს ხელისუფლებისთვის სამხედრო დახმარების შეთავაზების შესახებ.
მისი თქმით, მსგავსი განცხადებები, რუსეთის ხელისუფლების მითითების გარეშე ვერ გაკეთდება. როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, რუსულმა მხარემ კარგად იცის, საქართველოს მთავრობის მისამართით გაკეთებული განცხადებებით, სინამდვილეში ვის აძლიერებენ.
“მერამდენედ უნდა დაეხმაროთ ვითომ მედასავლეთეებს რუსები ? მერამდენედ ? თან ისე აპიარებს ოპოზიცია ამას, თითქოს მათ გარდა ვინმესთვის სასარგებლოა ეს განცხადება. ვერ ვხვდებით რა ხდებაო არავინ მითხრას. ცეცხლის აგიზგიზებაში დამატებითი ნავთია ეს. ეს რუსეთის ხელისუფლების პირდაპირი მითითების გარეშე ვერ მოხდება. რატომ ეხმარება ამ ხალხს ? ან ისეთი სულელები არიან რუსები, რომ ვითომ ასეთი თანადგომის გამოხატვით ვერ ხვდებოდნენ ვის აძლიერებენ ? ვერ ხვდებიან კი არა, მათი დაგეგმილია.” – წერს თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა