მერაბ მეტრეველი: ხელისუფლების წესებით მოწყობილ დებატებში მონაწილეობას რომ თანხმდებით, ის მაინც მოახერხეთ, რომ კობახიძეს დამაგოგიის, ხალხის მოტყუების და ციფრებით მანიპულირების საშუალება არ მისცეთ

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
წეღან ვიდეო შემომხვდა გუშინდელი დებატებიდან, სადაც საუბრობს, რომ 2012 წელს საშუალო ხელფასი იყო 700 ლარიო და ახლა არის ორიათას რაღაცაო.
ჰოდა, სტუდიაში ერთი კაციც არ აღმოჩნდა, რომელიც ეტყოდა, მაგას რომ ითვლი, ინფლაციის პროცენტიც მოაყოლე 2012-დან 2026 წლამდე, ვნახოთ, ამ ხნის განმავლობაში, როგორ გაძვირდა ცხოვრება, რისი ყიდვა შეიძლებოდა 2012 წელს 700 ლარით და დღეს რას ყიდილობს ორიათასი ლარით ადამიანი და ისე დათვალე სხვაბაო.
ყველამ გაუტარა ეს დემაგოგია.
არც ის უთხრეს, რომ ზოგადად ეს საშუალო ხელფასის გამოთვალა არის მანიპულაციური და საერთოდ არ ასახავს ქვეყანაში არსებული სოციალურ მდგომარეობას.
ხელისუფლების წესებით მოწყობილ დებატებში მონაწილეობას რომ თანხმდებით, ის მაინც მოახერხეთ, რომ კობახიძეს დამაგოგიის, ხალხის მოტყუების და ციფრებით მანიპულირების საშუალება არ მისცეთ.
ელამენტარული პასუხის გაცემა მაინც უნდა შეგეძლოთ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: ამერიკულმა ტელევიზიამ აღიარა შეცდომა – ადრე STING-ის გადამჭერი უპილოტო სისტემები “ამერიკის მაღალტექნოლოგიურ არსენალად” მოიხსენია, თუმცა ამჯერად განმარტეს, რომ ეს უკრაინის უახლესი ტექნოლოგიაა (ვიდეო)