მერაბ მეტრეველი: ნაკრების სტაჟიანი გულშემატკივრები, ვისაც ეს გულშემატკივრობა მაშინაც არ შეგვიწყვეტია, როდესაც ნაკრები ყველა თამაშს აგებდა…

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
ნაკრების სტაჟიანი გულშემატკივრები, ვისაც ეს გულშემატკივრობა მაშინაც არ შეგვიწყვეტია, როდესაც ნაკრები ყველა თამაშს აგებდა და ხალხი მინდვრების გადახვნას ითხოვდა, წაგებას მალე ვივიწყებთ და მომავალს ყოველთვის იმედიანდ ვუყურებთ, თან ამ თაობამ მეტი რწმენა გააჩინა და დარმწუნებული ვარ, ისევ დაბრუნდება გამარჯვევებები, მაგრამ ქართველი ხალხის დიდი ნაწილი ალბათ ვერასდროს დაივიწყებს რამდენიმე ფეხბურთელის პარტიულ საარჩევნო კლიპში მონაწილოებას და ამ გზით დიქტატურის მხარდაჭერას.
დარმწუნებული ვარ „ქართული ოცნება“ კიდევ იმდენ საშინელებას ჩაიდენს, რომ ამ ბიჭებს საბოლოოდ თავად გაუტყდებათ ეს ნაბიჯი და ბოდიშს მოიხდიან. დადუმებულები კი ისევ ხმას ამოიღებენ.
არც ამის იმედს ვკარგავ.