მერაბ მეტრეველი: კაი, კაცო და ჩვენ რომ გეუბნებოდით ნახევარი თქვენი მთავრობა კორუმპირებულიაო…

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
ირაკლი უკრაინის უსაფრთხოების ძალების მიერ დავით არახამიას ოფისში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციაზე:
„გახსოვთ, რომ კონკრეტული ადამიანები იყვნენ საქართველოში გმირებად გამოცხადებული კონკრეტული ჯგუფების მხრიდან, ესენი არიან რადიკალური ჯგუფები და ახლა ამ ადამიანების დიდი ნაწილი არის ზოგი კორუფციაში მხილებული, ზოგი სხვა გადაცდომაში. ჩვენ ყოველთვის ვეუბნებოდით სიმართლეს ქართულ საზოგადოებას და აქაც ირკვევა ის, რომ რასაც ჩვენ ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ის ყოფილა თურმე სიმართლე. კონკრეტული ადამიანების უკან იდგა კონკრეტული მანკიერი ინტერესები და ამის გამოხატულებაა ის პროცესები, რომლებიც ახლა წარიმართება უკრაინაში.“
კაი, კაცო და ჩვენ რომ გეუბნებოდით ნახევარი თქვენი მთავრობა კორუმპირებულიაო, თქვენ კი ისინი გმირებად გყავდათ გამოცხადებული და ახლა ყველანი დაიჭირეთ, ეს რაზე მეტყველებს?

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – 22 მარტს მთავარი წირვა, სავარაუდოდ, სამებაში შესრულდება, ასევე წესის აგებაც და ამის შემდეგ მოხდება უწმინდესის სიონის საპატრიარქო ტაძარში გადასვენება და დაკრძალვა

ირაკლი კაკაბაძე: პირადად ჩემთვის რთულია ობიექტურობა დავიჩემო საქართველოს აწ გარდაცვლილი კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის მიმართ. მე პირადად, პრაქტიკულად ბავშვობიდან უამრავი კარგი რამ მახსოვს მისგან, როგორც პიროვნებისგან