მერაბ კაკულია – ციფრული ბანკი მომხმარებელს მაღალტექნოლოგიურ პლატფორმას და ინოვაციურ საბანკო პროდუქტებს შესთავაზებს

„ჰეშ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი, სებ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მერაბ კაკულია, ახალი ციფრული ბანკის საქმიანობის დეტალებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ჰეშ ბანკი“ მომხმარებელს თანამედროვე ფინანსურ ტექნოლოგიებს შესთავაზებს, საბანკო მომსახურების სრული სპექტრის მიღება კი მხოლოდ დისტანციური არხებით იქნება შესაძლებელი.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, „ჰეშ ბანკის“ საერთაშორისო გადახდების სისტემა 70-ზე მეტი ქვეყნის მიმართულებით იქნება ხელმისაწვდომი, ევროკავშირის ქვეყნების ჩათვლით, რომლის ფარგლებშიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ტარიფების კუთხით საუკეთესო შეთავაზება ექნებათ.
მერაბ კაკულია რამდენიმე სიახლეზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ციფრული ბანკის მხრიდან უახლესი ტექნოლოგიური პლატფორმის და პროდუქტის დანერგვას გულისხმობს.
„ჰეშ ბანკის ელექტრონული კომერციის/გადახდების საერთაშორისო პლატფორმა, განსაკუთრებით მორგებულია მცირე და საშუალო ბიზნესის სავაჭრო და მომსახურების ობიექტების მოთხოვნილებებზე. სისტემა საშუალებას აძლევს მათ უმნიშვნელო ადამიანური და ფინანსური რესურსით, უმოკლეს დროში მიიღონ Visa/MasterCard, Google/Apple Pay და სხვა გადახდები“ , – აღნიშნა „ჰეშ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრმა.
ხაზგასასმელია სიმარტივის და ოპერატიულობის ფაქტორიც.
გადარიცხვა შესაძლებელი იქნება როგორც საბანკო ანგარიშის, ისე საერთაშორისო ბარათის ინიციალით, თანხის ასახვა კი მყისიერად მოხდება მიმღების ანგარიშზე.
აღსანიშნავია, რომ პლატფორმა აღჭურვილი იქნება რისკების შეფასებისა და თაღლითობისგან დაცვის ეფექტიანი საშუალებებით, რაც კიბერთავდასხმის რისკებს მინიმუმამდე შეამცირებს.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების გათვალისწინებით, სს “ჰეშზე” საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა. ციფრული ბანკი მომდევნო 7 თვის განმავლობაში მხოლოდ სატესტო რეჟიმში იფუნქციონირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე: ევროკავშირმა სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაა – ეს დადასტურებაა, რომ მეგობრებს ვახსოვართ

ირაკლი კობახიძე: „იგლ ჰილსის“ პროექტზე – 147 ბინა შეიძინეს საქართველოს მოქალაქეებმა, 110 – უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, 8 ბინა არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა, თავადაც ხედავთ, როგორი არაბიზაციის რისკის წინაშე დგას ქვეყანა

ირაკლი კობახიძე – მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში ბიუჯეტში შემოდის 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი – ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება

ირაკლი კობახიძე – ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეების 30% რუსეთის მოქალაქეა, შემდეგ ადგილზე არიან ინდოეთი და აზერბაიჯანი, უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 5.9%-ია, ლტოლვილის სტატუსით კი 25 ათასამდე უკრაინელი ცხოვრობს