“მეორე ფრონტის” გახსნაზე “ქოცნების” ტყუილი ერთ ამბავს მაგონებს” – ზურაბ ფარჯიანი

“მეორე ფრონტის” გახსნაზე “ქოცნების” ტყუილი ერთ ამბავს მაგონებს.
მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელებს ჰყავდათ ფელდმარშალი, ალბერტ კესელრინგი. კესელრინგი ხმელთაშუაზღვისპირეთში გერმანულ ჯარებს ხელმძღვანელობდა. მათ შორის იტალიაში. გადმოცემის თანახმად, როდესაც ამერიკელები იტალიაში გადასხდნენ, კესელრინგს ბერლინიდან დაურეკეს და ჰკითხეს, დამატებით რამდენი გერმანული დივიზია დაგჭირდება იტალიის დასაცავადო?! კესელრინგმა უპასუხა: თუ იტალიელებმა ჩემს მხარეს უნდა იბრძოლონ – 8, თუ იტალიელების გარეშე ვიბრძოლებ – 4 ეყოფაო. ისეა “ქართული ოცნება” და მითიური “მეორე ფრონტი”. თქვენ წარმოგიდგენიათ ამათ მიერ ნაომარი ომი? ნებისმიერ ფრონტზე? უმაღლესი მთავარსარდალი ყაველა?
თოვლთან წააგეს ამათ ომი.

ასევე დაგაინტერესებთ