მეორე სომეხი ფეხბურთელი “ინტერში”? – “ნერაძურის” პრესსამსახურმა სიტუაცია განმარტა

РБ Спорт-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ინტერი“ კარგა ხანია აკვირდება სომხეთის ნაკრებისა და „კრასნოდარის“ 24 წლის ნახევარმცველის ედუარდ სპერციანის თამაშს და ზაფხულში მის შეძენას შეეცდება.
გამოცემა აგრეთვე აღნიშნავდა, რომ სპერციანის შესახებ „ინტერის“ ხელმძღვანელობამ აზრი თავისი გუნდის ფეხბურთელს, ჰენრიხ მხითარიანს ჰკითხა, რომელმაც თანამემამულე დადებითად დაუხასიათა და მისი ყიდვა ურჩია.
„ჩემპიონატი“ ამ საკითხის დასაზუსტებლად მილანური კლუბის პრესსამსახურს დაუკავშირდა და პასუხი მოისმინა: „ჩვენ სპერციანით დაინტერესების შესახებ ინფორმაცია არ გაგვაჩნია“.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში