მეორე დღეა, ჩემ საკანში სინათლე ჩამიქრეს – დავით სტურუას წერილი “ტვ პირველს“

სინდისის პატიმარი, დავით სტურუა წერს, რომ უკვე მეორე დღეა საკანში ქართული არხები გაუთიშეს.

როგორც მის მიერ „პირველებისთვის“ გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ინფორმაციულ ვაკუუმში დატოვეს.

მადლობა თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი შრომისა და ბრძოლისთვის. სამწუხაროდ, უკვე მეორე დღეა, ჩემ საკანში სინათლე – რომელიც ერთადერთი იყო – ჩამიქრეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დამტოვეს, ინფორმაციის გარეშე, – წერს სტურუა.