“მელოტი არარაობა და გეი ხარ” – კალცონას ინგლისელმა ფეხბურთელმა შეურაცხყოფა მიაყენა

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ინგლისმა სლოვაკეთს თამაში შემოუტრიალა და დამატებით დროში 2:1 დაამარცხა. ინგლისელთა ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა გატანილი გოლი უხამსი ჟესტით აღნიშნა, ხოლო მისმა თანაგუნდელმა დეკლან რაისმა მატჩის შემდეგ შეხლა-შემოხლისას მეტოქე გუნდის მწვრთნელს, ფრანჩესკო კალცონას, მელოტი არარაობა და გეი უწოდა.
„ტელეგრაფის“ ჟურნალისტი მეტ ლოუ იტყობინება, რომ უეფა, დიდი ალბათობით, ინგლისელ ფეხბურთელებს არ დასჯის.
ს ნაკრებმა მერვედფინალში გასვლით დიდ წარმატებას მიაღწია, თუმცა მეოთხედფინალის საგზურის მოპოვებასთან ახლოს იყო. ინგლისის ეროვნული გუნდი 6 ივლისს, 1/4-ფინალში, შვეიცარიას დაუპირისპირდება.