მელიქიშვილის გამზირიდან სამართალდამცავების დიდი ნაწილი გაიყვანეს

მელიქიშვილის გამზირიდან სამართალდამცავების დიდი ნაწილი გაიყვანეს, რასაც აქციის მონაწილეები ოვაციებითა და ტაშით შეხვდნენ.
ამ წუთებში მელიქიშვილის გამზირზე საპატრულო პოლიციის მხოლოდ რამდენიმე ათეული თანამშრომელი რჩება, რომელთაც მელიქიშვილის გამზირის დასაწყისში ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული და აქციის მონაწილეებს ვარაზისხევისა და ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გადასვლის საშუალებას არ აძლევენ.
პოლიციელებმა აქციის მონაწილეები თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან მელიქიშვილის გამზირზე ცოტა ხნის წინ გადმოიყვანეს. მომიტინგეები ჯერჯერობით სწორედ მელიქიშვილის გამზირზე რჩებიან.