მელიქიშვილის გამზირზე დაშავებულ აქციის რამდენიმე მონაწილეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა

მელიქიშვილის გამზირზე დაშავებულ აქციის მონაწილეებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები დახმარებას უწევენ.
როგორც თავად აცხადებენ, დაზიანებები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა მიაყენეს. მათივე ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დაშავდა.
შეგახსენებთ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„როცა მოვედით, არ იყო პოლიცია. მხოლოდ აქტივისტები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ვიყავით“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ასევე დაგაინტერესებთ

ია კვანტალიანი – ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას – საქმის მასალებმა გამოავლინა გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს

ზურაბ ჯაფარიძე: ზელეგიტიმურები ამჯერად რომელიმე ლიდერთან სიახლოვეში გადაღებული ფოტოებით ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია და ისინი მიღებული არიან ცივილიზებულ საზოგადოებაში

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…