მელია რომ ცალკე გავიდეს, ერთ პროცენტს აიღებს და ეს ერთი პროცენტი დაეკარგება “ნაცმოძრაობას – ირაკლი კობახიძე

მელია რომ ცალკე გავიდეს, ერთ პროცენტს აიღებს და ეს ერთი პროცენტი დაეკარგება “ნაცმოძრაობას“, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მ განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას“ თითოეული პროცენტი ენანება, რადგან ბოლო პერიოდში ისედაც ბევრი დაკარგა.

“საშველს ვერ აყენებენ ხაბეიშვილი-მელიას დაპირისპირების და კონფლიქტის საქმეს. იმედია, ბოლომდე მიიყვანენ ამას. ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის. ერთი იმას ცვლის, რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება ეს კონფლიქტი, მით უკეთესი ჩვენთვის. უკვე საკმაოდ დიდხანს გრძელდება და იმედია, კიდევ უფრო მეტად გააღრმავებენ ამ შიდა დაპირისპირებას და კინკლაობას. ეს საბოლოო ჯამში კარგია, რომ კიდევ უფრო მყარად დავასრულოთ 2024 საპარლამენტო არჩევნები.

მელია რომ ცალკე გავიდეს, ცალკე პარტია ჩამოაყალიბოს, ერთ პროცენტს აიღებს და ეს ერთი პროცენტი დაეკარგება “ნაცმოძრაობას“. რა თქმა უნდა, თითოეული პროცენტი ენანება „ნაციონალურ მოძრაობას“, ისედაც ბევრი დაკარგა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ეს ერთი პროცენტიც მათთვის დასანანი, რომელსაც დაკარგავს მელიას გასვლის შემთხვევაში. ცოტა ენანებათ, მაგრამ თან შიგნითაც ვერ ტოვებენ. არ ვიცი, მათი საქმეა“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სპეკულაციებია, რომ პროფესორებს გაუშვებენ და ა.შ, არათუ გაშვებაზეა საუბარი, დამატებითი რესურსია საჭირო იმისათვის, რომ ეს რეფორმა წარმატებით განხორციელდეს, არასწორი მოლოდინები და შიშები არავინ უნდა შექმნას

დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება გააძლიერებს ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პოზიციებს, დღეს, ვიღაცებს აქვთ იმედი, რომ ანტისახელმწიფოებრივი ძალების მეშვეობით, რაღაცას ააყირავებენ ამ ქვეყანაში, რაც ვერც ერთხელ ვერ გააკეთეს

3+1 სისტემა ძირითადად არ შეეხება სამედიცინოს, სხვა მიმართულებებით არსებითად შესაძლებელია დანერგვა, მაგისტრატურას კონკრეტული მიზანი უნდა ჰქონდეს, ის დღეს არის ბაკალავრიატის აბსტრაქტული გაგრძელება, 30 ათასი ადამიანით მეტი შევა შრომით ბაზარზე ამ რეფორმის განხორციელების საფუძველზე

საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს არავითარი რესურსი არ ექნებათ, რომ განაგრძონ საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ვფიქრობ, ეს სრულიად არაჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი ჩანაცვლდება ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრით