მელია იქნება, ხატია დეკანოიძე და , “ლელო” თუ გვარამია, ეს ყველა ერთად “ნაციონალური მოძრაობაა” –

ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე ადასტურებს, რომ ნიკა მელიასთან და ნიკა გვარამიასთან კონსულტაციები ჰქონდა.
დეკანოიძის განცხადებას აფასებენ მმართველ გუნდში. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განაცხადებით, ოპოზიციაში ახალი კონფიგურაციების ჩამოყალიბების მცდელობა რაიმე სიახლე არ არის.
“მელია იქნება, ხატია დეკანოიძე და , “ლელო”, თუ გვარამია, ეს ყველა ერთად “ნაციონალური მოძრაობაა”. ადრე ერთი მთლიანობა იყო, დღეს ესენი დაიშალნენ და ახლა ცდილობენ, ამ დაშლილისგან რაღაც ნაწილი შეკოწიწდეს. ეს ყველაფერი რა კონფიგურაციითაც არ უნდა შეიკრიბოს, ძირითადად გათვლა იმ ამომრჩეველზე აქვთ, რომელიც “ნაცმოძრაობის” ამომრჩეველი იყო”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს