მელია და გვარამია გეგმებს 11 მარტს, შემაჯამებელ შეხვედრაზე გამოაცხადებენ

ხვალ, 11 მარტს 14:00 საათზე სასტუმრო „შერატონში“ სა და ს პოლიტიკური გუნდების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, გამოცხადდება საბოლოო გადაწყვეტილება. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ მედიას მათმა წარმომადგენლებმა გაუზიარეს.
რამდენიმე დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, ახალი პოლიტიკური გუნდის წარდგენამდე პარტიის საარჩევნო ნომერი, ოთხიანი, დაასახელა.
უკვე რამდენიმე თვეა ნიკა მელია ახალი პოლიტიკური გუნდის პრეზენტაციას აანონსებს, თუმცა ეს ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ერთ-ერთი მიზეზი „მთავარი არხის“ ყოფილ გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან კონსულტაციები იყო.
მელიაც და გვარამიაც ადასტურებდნენ, რომ მათ შორის გაერთიანებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდათ.
გვარამიას გუნდში ადასტურებდნენ იმასაც, რომ ნიკა მელიას გარდა, მოლაპარაკებები სხვებთანაც აქვთ.
ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ: ვის და ვის შორის მიმდინარეობს ოპოზიციაში მოლაპარაკებები გაერთიანებაზე