მელიას თქმით, ქუთაისის საკრებულოში ენმ-ის ყოფილი წევრები მის პარტიას უერთდებიან

პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერის, ს თქმით, ქუთაისის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობიდან წამოსული დეპუტატები მის გუნდს უერთდებიან.
“ქუთაისის საკრებულოში ენმ-ის დეპუტატების უმრავლესობამ სურვილი გამოთქვა, რომ პარტია ახალს შემოუერთდეს. როდესაც ქუთაისში პარტია ნაციონალურ მოძრაობას ბირთვი, ანუ 70% ტოვებს, ვფიქრობ, ყველაფერი ცხადზე უცხადესია. არავინ ასე კოლექტიურად არ ტოვებს პარტიას არც 2 ნიკას ხათრით და არც არავისი. ეს პატრიოტი ადამიანები გადაწყვეტილებას რწმენისა და შეხედულებებისამებრ იღებენ. ამ ხალხისთვის უბრალოდ მიუღებელია, რომ პარტია კულუარულად იმართებოდეს. მათ ს რეჟიმის ცვლილება უნდათ, მაგრამ ისინი ქუთაისელები არიან, იქ დაიბადნენ, გაიზარდნენ და იციან, რომ ელექტორულადაც შეუძლებელია, ივანიშვილი ვანო მერაბიშვილითა და დავით კეზერაშვილით ჩაანაცვლო. ეს ჯიუტი ფაქტია”. – თქვა მელიამ.
2023 წლის დეკემბერში ნაციონალური მოძრაობა ქუთაისის საკრებულოს 12 წევრიდან 7-მა დატოვა. ამასთან, ენმ-ის ყოფილმა წევრმა, გიორგი კილაძემ თქვა, რომ ქუთაისში არსებული 10 შტაბიდან 7-მა თითქმის სრული შემადგენლობით დატოვა პარტია.