პოლიტიკის ანალიტიკოსი, ირაკლი მელაშვილი:
აღმოსავლეთმცოდნემ, ბატონმა გიორგი სანიკიძემ, გამოაქვეყნა მოსაწვევის სურათი, რომლითაც ის მიიწვიეს ირანის რევოლუციისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე. ვინაიდან პოსტი საჯაროა, ამ სურათს ბატონი გიორგის უკითხავად ვაზიარებ და იმედია არ მიწყენს.
როგორც წესი და რიგია, მოსაწვევის ტექსტში ინგლისურ ენაზე წერია რას ეძღვნება მიღება. მოსაწვევში ირანის რევოლუციის გამარჯვების დღის აღნიშვნასთან ერთად ვკითხულობთ “The 410thy Anniversary of the Arrival of Georgians in Iran”. ანუ, ღონისძიება მათ შორის იმართება “ირანში ქართველების ჩასვლიდან 410 წლისთავი”-ს აღსანიშნავად.
ვინც არ იცის, რა მოხდა 410 წლის წინ. 1614 -1617 წლებში ირანის მმართველი შაჰ აბასი რამდენჯერმე შემოესია აღმოსავლეთ საქართველოს, დაწვა და გააჩანაგა კახეთის სოფლები და ქალაქები, გაჟლიტა 100 ათასი ქართველი, მინიმუმ ერთი ამდენი კი ირანში გადაასახლა. ესაა ირანული მხარის აზრით “ქართველების ირანში ჩასვლა” !
ირანის აითოლების ხელისუფლების მიერ საქართველოს მთავრობის მიწვევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღის საზეიმოდ აღსანიშნავად, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის 35 წლის განმავლობაში საქართველოს სახელწმიფოს, მისი ისტორიის, ჩვენი ხალხის ტრაგედიის მიმართ ყველაზე დამამცირებელი, უპატივცემულობა და ცინიზმის აღსავსე დიპლომატიური ნაბიჯია! მე ამას სხვანაირად ვერ შევაფასებ!
ჩემი პატივისცემა და მხარდაჭერა ირანელ ხალხს, რომელიც დღეს საკუთარი თავსუფლებისთვის იბრძვის, მაგრამ რაც ირანის ხელისუფლებამ ამ მოსაწვევით გააკეთა, ჩვენი ერის შეურაცხყოფაა! წარმოიდგინეთ, გერმანიამ რომ მოსაწვევი გაუგზავნოს საფრანგეთს, გერმანიის ერთიანობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დასასაწრებად და იქვე მიაყოლოს, რომ თან ჰიტლერის მიერ პარიზის აღების წლისთავს აღნიშნავენ!
სწორედ ამ ღონისძიებაზე უდრტვინველად მივიდნენ ჩვენი მთავრობის მაღალჩინოსნები.! ამის გამკეთებელი მთავრობა, რომ ეროვნულ ღირსებასა და თავმოყვარეობაზე დაგიწყებს საუბარს, აი ამ ხახლს და მის მხარდამჭერებს რა უნდა მოსთხოვო? ნებისმიერ თავმოყვარე ქვეყანაში მეზობელი ქვეყნის დიპლომატიური სამსახურის მხრიდან ასეთი დამამცირებელი მოსაწვევის გამოგზავნა სერიოზული სკანდალის მიზეზი გახდებოდა! ოღონდ ეს იმ ხელისუფლებას ეხება, რომელსაც ღირსება გააჩნია!




