,,მეკითხებიან, მართლა მიხდის თუ არა თემურ ჭყონია 30 000 -ს“ – მარიამ გაფრინდაშვილი

ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი:
,,საერთოდ არაფერს დავწერდი რუსული “პოსტივის” ბოდვაზე რომ არა ის ადამიანები ,ვინც მომწერა და მკითხა მართლა მიხდის თუ არა თემურ ჭყონია 30 000 -ს .
დავიწყებ იქედან, რომ 18 წელია ამ პროფესიაში ვარ და არასდროს ,არცერთი თეთრი ჩემი კუთვნილი ხელფასის გარდა პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო ჩემს ანგარიშზე არავის ჩაურიცხავს და არ გადაუხდია.(მამაჩემს- თემურს და დედას თუ არ ჩავთვლით ხოდა -მადლობა მამა და დედა:)))
POSTV – ანალიტიკა თქვენ როგორც დაგცინათ თემურ ჭყონიამ ეს ნახა ყველამ, ვინც ოდნავ აზროვნებს. მაგრამ ფსკერი რომელსაც, ჩახვრეტთ,თქვენთვის არც აქამდე არ არსებობდა და ცხადია არც ახლა არსებობს. თემურ ჭყონიას პასუხები იყო თქვენი დაცინვა და ის, რომ თქვენ უბრალოდ არ ხართ ჟურნალისტები, ვისაც სერიოზულ პასუხს გასცემს ვინმე .
და ბოლოს. ძალიან ბევრი თვე საერთოდ უხელფასოდ მიმუშავია, მაგრამ არასოდეს დამიკარგავს ჩემი თავის პატივისცემა და არ გადამიხვევია პროფესიული სტანდარტებისგან -თქვენგან განსხვევბით ))არ ვამბობ, რომ ჩემი ბევრი კოლეგის მსგავსად ძალიან მიჭირდა, რადგანაც აქვს ჩემს ოჯახს იმის შესაძლებლობა მშიერი არ ვიყო.
სულ ბოლოს კი :აუცილებლად გაიმარჯვებს ეს ქვეყანა და ეს პროფესიაც გადარჩება – ამ იდეას არ სჭირდება ვიღაცისგან აღებული ფული ..ამ იდეას სჭირდება რწმენა და ღირებულებები, რომელიც თქვენ უბრალოდ არ გაქვთ და ვერც გექნებათ.”

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 2022 წლიდან ხელოვნურ გამოწვევებს ვაწყდებოდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, საბოლოოდ, არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა ჩვენი ევროინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება

თაზო დათუნაშვილი – ბიძინა ივანიშვილმა იმ ხერხს მიმართა, რომელიც მოსკოვში ნაცადია – ბოროტი დიქტატურის დამყარების ლოგიკური გაგრძელებაა, რომ ის პოლიტიკურ სპექტრს ციხით, ციხეში დალპობით დაემუქრა

პრემიერი – საქართველოში შემოდიოდა დიდი რაოდენობით დაფინანსება, რომელიც რევოლუციური სცენარების ხელშეწყობისთვის იყო განკუთვნილი – გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება