მეთიუ მილერი – სანდო გეგმის გარეშე ჩვენ სრულმასშტაბიან სამხედრო ოპერაციას რაფაჰში მხარს არ ვუჭერთ

მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გეგმის გარეშე რაფაჰში ს სრულმასშტაბიან სამხედრო ოპერაციას ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
„სანდო გეგმის გარეშე, რომლის შესრულებაც მათ შეუძლიათ, ჩვენ სრულმასშტაბიან სამხედრო ოპერაციას მხარს არ ვუჭერთ“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.
მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ ისრაელის მიერ განხორციელებულ მძევლების გათავისუფლების ოპერაციას სრულმასშტაბიან შეტევად არ განიხილავს.
დღეს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ რაფაჰში სპეცოპერაცია განახორციელა, რის შედეგადაც „ჰამასის“ ტყვეობიდან 2 მძევალი გაათავისუფლა. „ჰამასის“ ცნობით, რაფაჰში ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად 100-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ