მეთიუ მილერი – ვგმობთ მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების, მათ შორის გიორგი გახარიას წინააღმდეგ ძალადობას – ეს “ქართული ოცნების” რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ქვეყანას იზოლირებულს დატოვებს

მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი მოქალაქეების, დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ ძალადობას, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“მკაცრად ვგმობთ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების, დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების, მათ შორის საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წინააღმდეგ ძალადობას. ეს “ქართული ოცნების” რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ქვეყანას იზოლირებულს დატოვებს”, – წერს მილერი.