მეთიუ მილერი – ვენესუელის არჩეულ პრეზიდენტს, ედმუნდო გონსალესს ესაუბრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა -ის ერთგულება მხარი დაუჭიროს ვენესუელელი ხალხის ნებას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ვენესუელის არჩეულ პრეზიდენტს, ედმუნდო გონსალესს ესაუბრა, – ამის შესახებ განცხადებას -ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ავრცელებს.
„დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი არჩეულ პრეზიდენტს, ედმუნდო გონსალესსა და მარია კორინა მაჩადოს, ვენესუელის დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერებს ესაუბრა. მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ერთგულება მხარი დაუჭიროს არჩევნებზე დაფიქსირებულ ვენესუელელი ხალხის ნებას, ვენესუელაში დემოკრატიის მშვიდობიანი გზით აღდგენასა და უსამართლოდ დაკავებული ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას“, – აცხადებს მეთიუ მილერი.
მილერის თქმით, „ენტონი ბლინკენმა მადუროს ანტიდემოკრატიული ქმედებები კიდევ ერთხელ დაგმო და ვენესუელის ოპოზიციისა და ვენესუელელი ხალხის გამძლეობა შეაქო“.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: არა, ეს თქვენ გიხარიათ ტროტუარებიდან ხალხის დაჭერა, ცემა, დაწამვლა, დასისხლიანება და ადამიანების უსამართლოდ ცემას და დაჭერას რომ საკუთარ ხელფასს უთანაბრებთ, აი, მაგიტომ ხართ იქ, სადაც ხართ