მეთიუ მილერი – არ გვინახავს ვლადიმერ პუტინის მხრიდან რაიმე მინიშნება, რომ მზადაა უარი თქვას უკრაინის ტერიტორიის შთანთქმის გაგრძელებაზე

ამერიკის შეერთებული შტატები ვერ ხედავს იმის მტკიცებულებას, რომ ს პრეზიდენტი, მზად არის უარი თქვას უკრაინის ტერიტორიის მითვისების გაგრძელებაზე.
შესაბამისი განცხადება -ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა გააკეთა.
„შეგიძლიათ უბრალოდ შეხედოთ განცხადებებს, რომლებსაც ის აკეთებს – არ გვინახავს ვლადიმერ პუტინის მხრიდან რაიმე მინიშნება, რომ მზადაა უარი თქვას თავის მოთხოვნაზე – გააგრძელოს უკრაინის ტერიტორიის შთანთქმა. დარწმუნებული ვარ, არის მოლაპარაკება, რომელსაც პუტინი დაეთანხმება – სადაც მიიღებს ყველაფერს, რაც სურს და ვერ მიიღებს ვერაფერს, რისი უფლებაც კანონის მიხედვით აქვს, მაგრამ ეს არ არის მოლაპარაკება, რომლითაც პრეზიდენტი ზელენსკი დაინტერესებულია და არც უნდა იყოს“, – აღნიშნა მილერმა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტამ მაშინ, როცა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს, შეიძლება, გამოიწვიოს ქვეყნის შემდგომი ოკუპაცია და განადგურება.
გარდა ამისა, მისი თქმით, ომის სწრაფი დასრულება, რისი დაპირებაც დონალდ ტრამპმა გასცა, უკრაინისთვის აუცილებლად გარკვეულ დანაკარგებს ნიშნავს.