მეთექვსმეტე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ქუთაისშიც – მოქალაქეები მერიის წინ შეიკრიბნენ

მეთექვსმეტე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ქუთაისშიც. შეკრების ადგილი კვლავ მერიის მიმდებარე ტერიტორიაა.
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ახალი არჩევნების და საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით იკრიბებიან.
აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე ქვეყანა არ დაბრუნდება ევროპულ გზაზე, არ დაინიშნება და არ გათავისუფლდებიან დაკავებულები
წვიმის გამო დღესაც ტერიტორიაზე კარვები გაიშლება.