,, მეზობლები კიდე უფრო სამარცხვინო ტერმინით მოგიხსენიებენ: продажная грузинская правительство” – გიორგი თავდგირიძე

,,ფარის” დამფუძნებელი, სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე:
,,რუსებს, აზერბაიჯანსა და სომხეთზე ზეწოლის იარაღად, რეგიონში, მხოლოდ ოცნების საქართველო დარჩა. არასდროს საქართველო ასე ახლოს არ ყოფილა კონფლიქტთან მეზობელ სახელმწიფოებთან. ეს არის ივანიშვილის სამშვიდობო პოლიტიკის შედეგი. მესმის, რომ ქოცების ტვინი სხვანაირად მუშაობს ( არ მუშაობს ) და ამას მაინც ვერ გაიგებენ. მაგრამ ეს მეზობელი სახელმწიფოების საექსპერტო საზოგადოების ბოლო სამი დღის განსახილველი თემაა. მათი აზრით, პრობლემა არის საქართველოს მთავრობა და არა საქართველო ( მაინც აქვთ შემორჩენილი პატივისცემა ). ოცნება, ავტორიტარიზმი და ევროპელების შეფასება იქეთ იყოს, მეზობლები კიდე უფრო სამარცხვინო ტერმინით მოგიხსენიებენ: продажная грузинская правительство. არალეგიტიმურობა გასაგებია, ძალაუფლების გამო რას არ ჩაიდენს კაცი, წინა ხელისუფლებასაც ჰქონდა ეგ სურვილები, მაგრამ продажная грузинская правительство ნამეტანია. კავკასიაში თქვენი საქმიანობა პოლიტიკურ მეძავეობად არის შეფასებული. ებრძოლეთ ახლა დიპ სტეიტს და გერმანიის ელჩს, იდექით ორ ფეხზე ევროკავშირის წინაშე, იძახეთ სამშობლოზე გადამკვდარები ვართო, უბანში გამყიდველების სახელი გაგივარდათ.
დაიმახსოვრეთ, თქვენ გაფასებენ როგორც : продажная грузинская правительство.
პ.ს. ისე როგორც სირიაში ჩაისვარა რუსეთმა, ისე როგორც ირანის ამბავში შორიდან იფხაკუნა და ჩაისვარა, ასევე მოხდება კავკასიაში. დავრჩებით ჩვენ და ოცნება მარტო პირისპირ საქართველოში, გაბრაზებული ხალხი და ხაზინის მშიშარა ქურდები, თითს თითზე ვერ დააკარებს პრობლემად და ტვირთად ქცეულ ივანიშვილის გამო ( შეიძლება ფინანსებში შეკრიჭოს რასაც მოასწრებს ). ჯერ კიდე მუშაობს ინერცია, სექტემბრისთვის ამ ინერციის ენერგიაც ამოგეწურებათ და არც პოლიცია შეგრჩებათ ბრმა იარაღად. ჩვენ ძალას ვიკრებთ, თქვენ პრობლემები გიმრავლდებათ. არაფერი გვავიწყდება და მალე დავბრუნდებით კანცელარიასთან, არალეგიტიმური მთავრობის გადასაყენებლად ( ნუ, შესაბამისად რუსული რეჟიმის დემონტაჟით). V დანაშაულის შესაბამის სასჯელის გარდაუვალობასაც ნიშნავს და გამარჯვებასაც. ორივეს მივაღწევთ.”