მედიცინის დარგში ნობელის პრემია გადაეცათ ამერიკელ და იაპონელ მეცნიერებს

ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატები გახდნენ ამერიკელი მეცნიერები მერი ბრანკოუ და ფრენკ რემსდელი და იაპონელი შიმონ საკაგუჩი. ნობელის კომიტეტმა ლაურეატების ვინაობა დღეს, 6 სექტემბერს სტოკჰოლმში გამოაცხადა.
ამერიკელ და იაპონელ მეცნიერებს მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო პრემია გადაეცათ იმუნოლოგიის სფეროში ჩატარებული კვლევების შედეგად პერიფერიულ იმუნურ ტოლერანტობასთან დაკავშირებული აღმოჩენების გამო. მათ საფუძველზე შემუშავებულია მკურნალობის პოტენციური მეთოდები, რომლებიც კლინიკური გამოცდის ეტაპზეა.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ აღმოჩენა ხელს შეუწყობს ავტოიმუნური დაავადებებისგან განკურნებას და კიბოს უფრო ეფექტიანად მკურნალობას.
სხვადასხვა დარგში ნობელის 2025 წლის პრემიით დაჯილდოება 6 ოქტომბერს დაიწყო და 13 ოქტომბერს დასრულდება. მედიცინის გარდა ნობელის პრემია გაიცემა ფიზიკის, ქიმიის, ეკონომიკის და ლიტერატურის დარგებში და მშვიდობის დამყარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი – დღეს განათლების მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე საუბარი იყო პროგრამებზე, შენ რატომ მიგეგმავ რა უნდა დარჩეს? – ერთხელ გვიღალატეს, მტერს ჩაგვაბარეს, მაგრამ მეორეჯერ არ იქნება, არავინ დათმობს