მედიის ცნობით, მასკი ტრამპის და ზელენსკის სატელეფონო საუბარს ესწრებოდა

მილიარდერი ილონ მასკი -ის პრეზიდენტად არჩეული სა და უკრაინის პრეზიდენტის, ს სატელეფონო საუბარს ესწრებოდა, იტყობინება მედია წყაროებზე დაყრდნობით.
უკრაინის მაღალი რანგის მოხელემ, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს, 8 ნოემბერს AFP-ს აცნობა, რომ 7 ნოემბრის საუბრის შესახებ ინფორმაცია, რომელიც პირველად Axios-მა გაავრცელა, ზუსტია. მასკმა, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, SpaceX-ის და Tesla-ს დამაარსებელმა, საუბრისას განაცხადა, რომ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას Starlink-ის თანამგზავრების საშუალებით.
ზელენსკიმ მასკს მადლობა გადაუხადა თანამგზავრების საინტერნეტო მოწყობილობისთვის, რომელსაც უკრაინის არმია მოიხმარს. უკრაინის პრეზიდენტმა, რომელმაც ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, განაცხადა, რომ „შესანიშნავი“ საუბარი ჰქონდა დონალდ ტრამპთან, ხოლო ტრამპმა თქვა, რომ ის მხარს დაუჭერს ს, მაგრამ დეტალებზე არ ულაპარაკია.
მასკმა მილიონობით დოლარი გამოყო ტრამპის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად და მასთან ერთად საჯაროდ გამოვიდა. მისმა ზოგიერთმა განცხადებამ უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების შესახებ, გაანაწყენა .

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა დიხამინჯია: როდის მიხვდებით გასუსული უნივერსიტეტები, რა ჯოჯოხეთში შეგსვათ ქოცნებამ? მე პირადად არ დამეზარება – რაც კი ამ კანონს ექვემდებარება, ყველა თქვენს გრანტზე მივწერ ანტიკორუფციულს

დონორის ან უცხო ქვეყნის მთავრობის მიერ გაწეული დახმარება ტექნოლოგიების, ასევე სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების და „სხვა სახის დახმარების ფორმით“ გრანტად იქნება მიჩნეული