მედიის ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დაკავებული 20 ადამიანი შეიწყალა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ საპროტესტო აქციებზე დაკავებული 20 ადამიანი შეიწყალა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.
„ალექსანდრე ლუკაშენკომ ექსტრემისტული ხასიათის დანაშაულის ჩამდენი 20 ადამიანის შეწყალების შესახებ კიდევ ერთ განკარგულებას ხელი მოაწერა. შეწყალების შესახებ განცხადება ყველა მათგანმა შეიტანა და მათ ჩადენილი ქმედებები მოინანიეს“, – წერს „ბელტა“.
ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, გათავისუფლებულთა შორის 11 ქალია, 14-ს ქრონიკული დაავადება აქვს და 10-ს შვილი ჰყავს.
გათავისუფლების შემდეგ მათ ქცევას ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო დააკვირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – თუ საფრთხეს ნამდვილად აღიქვამ, სუს-ში კი არ დაიბარებდი ექსპერტულ საზოგადოებას – როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, ერთად უნდა ვმუშაობდეთ, ქვეყნის შიგნით კი არ ვეძებდეთ მტერს

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს