მედიისთვის ყოველთვის ღია ვარ, მაგრამ ეს დახურულ კარს მიღმა უნდა მომხდარიყო… – ზელენსკი

აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან კამათისა და მოულაპარაკებიათ ჩაშლის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ FOX NEW-ის ეთერში ისაუბრა. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ აშშ-სა და მის პრეზიდენტს პატივს სცემს, თუმცა, რაც მოხდა, ის არ უნდა მომხდარიყო – განსაკუთრებით, მედიის თანდასწრებით.
“მე პრეზიდენტსა და ამერიკელ ხალხს პატივს ვცემ. ვფიქრობ, ღია და გულწრფელები უნდა ვიყოთ, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ რამე დავაშავეთ. დემოკრატიისა და მედიის მიმართ მთელი პატივისცემით, ვფიქრობ, ჩვენ უკრაინის პოზიცია უნდა გავიგოთ. ჩვენ ერთ მხარეს უნდა ვიყოთ. მე პატივს ვცემ პრეზიდენტს და ამერიკელ ხალხს. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან ღია და გულწრფელები უნდა ვიყოთ. რაც მოხდა, ვფიქრობ, ცუდი სიტუაცია იყო. მედიისთვის ყოველთვის ღია ვარ, მაგრამ ეს დახურულ კარს მიღმა უნდა მომხდარიყო. მინდა, პარტნიორებმა სწორად გაგვიგონ. მე არ მინდა ჩვენი უდიდესი პარტნიორის დაკარგვა ამერიკის შეერთებულ შტატებში,” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხაილ გალუზიმი – თბილისზე უპრეცედენტო გარე ზეწოლამ და ულტიმატუმებმა, რომ რუსეთთან თანამშრომლობაზე უარი თქვას, ის შედეგი არ გამოიღო, რისი იმედიც დასავლეთს ჰქონდა – ვცდილობთ საქართველოსთან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები ავაშენოთ

გია ბარამიძე: ხეობის გზის დასაწყისში, შემთხვევით ერთმანეთს გადავეყარეთ და გიგა ბოკერია და მე ერთად მოვდიოდით ჭუბერის გზაზე და თუ რამე სირთულე იყო, ერთად გადავლახეთ. ეს ქალი საერთოდ არ მინახავს…