Hyundai HD-ს რუსეთში ელექტრონული ტექნიკის გაყიდვისთვის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია სურს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
დოკუმენტების მიხედვით, განაცხადი უწყებაში 27 მარტს შევიდა. განმცხადებლად კი მითითებულია კომპანია Hyundai HD.
Hyundai-ის სასაქონლო ნიშნის წარმატებით რეგისტრაციის შემთხვევაში, კომპანიას რუსეთში შეეძლება ტელევიზორების, მობილური ტელეფონების, ვიდეომაგნიტოფონების, აუდიოდინამიკების და სხვა მოწყობილობების წარმოება და გაყიდვა.
Previous: Google-მა რუსეთში სავაჭრო ნიშნის 24 განაცხადი შეიტანა – განაცხადები YouTube-ის, YouTube Shorts-ის და YouTube Music-ის ლოგოებსა და სახელებს მოიცავს